- მარტი 28, 2025
საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან
- დეკემბერი 31, 2021
- , პოლიტიკა
საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.