- მარტი 28, 2025
სახელმწიფო დეპარტამენტმა კიბერდაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა
- ნოემბერი 05, 2021
- , პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიბერდაჯგუფება DarkSide-ის ლიდერების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა. აღნიშნულის შესახებ dw.com წერს. როგორც გამოცემა წერს, კიბერდაჯგუფების ლიდერების შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აწესებს 5 მილიონი დოლარის ჯილდოს იმ ინფორმაციისთვის, რომლის შედეგადაც, ნებისმიერ ქვეყანაში იმ პირების დაპატიმრება ან გასამართლება მოხდება, რომლებიც DarkSide-ის საქმიანობაში მონაწილეობას ცდილობენ. „ამ ჯილდოს შეთავაზებით, აშშ ავლენს თავის ვალდებულებას, მსოფლიოს მასშტაბით გამომძალველი პროგრამების მსხვერპლები კიბერკრიმინალებისგან დაიცვას“, - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ცნობისთვის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, კიბერდაჯგუფება DarkSide-ი რუსეთშია დაფუძნებული. აშშ აღნიშნულ დაჯგუფებას მიმდინარე წლის მაისში ნავთობსადენის ფუნქციონირების შეფერხებაში ადანაშაულებს. [sexy_author_bio]