ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

შემოქმედის „ერუდიტი“ რა? სად? როდის? გამარჯვებული გახდა


შემოქმედის „ერუდიტი“ რა? სად? როდის? გამარჯვებული გახდა

შემოქმედში დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ინტელექტ-თამაშების: რა? სად? როდის? გაზაფხულის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალში ოთხი გუნდი გავიდა. ესენია: ქვემო ნატანების საჯარო სკოლა “ნაკამა”, ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა “ჰარუ” , წმინდა ნინოს სამრევლო სკოლა “მთიები” დაშემოქმედის საჯარო სკოლა “ერუდიტი” მონაწილეობდა. გამარჯვებული შემოქმედის „ერუდიტი“ გახდა. „დღევანდელი წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა და მასში თითოეული თქვენგანის შრომა და მონდომებაა. როგორი ამაყი ვარ თქვენით, ან როგორ მიყვარხართ:@Nini Chitaishvli@Mariam Sadradze@Lado Zoidze Amiran Oniani @Nika Sabashvili დავით ჩხატარაშვილი და შენით, ჩემო კაპიტანო გიორგი ვასაძე. ეს საპატიო ჯილდო ნამდვილად დაიმსახურეთ“ - წერს სოციალურ ქსელში შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია