- მარტი 28, 2025
„შურისძიება“
- მარტი 09, 2025
- , პოლიტიკა
ცნობილი ქართველი კონფერანსიე ქართლოს კასრაძე საკუთარ საგასტროლო მოგზაურობებს ხშირად იგონებდა, ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას კი ხშირად ყვებოდა: “საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი გასტროლებზე – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი მაქვს. ფინეთში ფინურად მიმყავდა კონცერტი, დანიაში – დანიურად, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში – ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში ოსურად დავიწყე და ხელები გადაიტყავეს ტაშისკვრით ოსებმა. ამ მოგზაურობების დროს შიგადაშიგ ლექსებსაც ვწერდი. სამარყანდში ყოფნისას, თემურ-ლენგის საფლავი ვინახულეთ და ასეთი სტრიქონები დავწერე: სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი... ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი, ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები! სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი, ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!” [simple-author-box]