ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

შვარცენგერმა წითელზე გაიარა და პრიუსს დაეჯახა


შვარცენგერმა წითელზე გაიარა და პრიუსს დაეჯახა

ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოყვა, _ იუწყება tmz.com. შვარცენეგერი ყველგანმავალი GMC Yukon-ით შუქნიშნის წითელ ფერზე არ შეჩერდა და Toyota Prius-ს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, მსახიობის მანქანა პრიუსს ზემოდან მოექცა. თავად შვარცენეგერი არ დაშავებულა, პრიუსში მჯდომმა ქალბატონმა კი თავის ქალის ტრავმა მიიღო _ ის ჰოსპიტალიზირებულია. როგორც სამართალდამცავები აღნიშნავენ, მსახიობი არცთუ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია