ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სირიამ  ოკუპირებული, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა” აღიარა 


სირიამ  ოკუპირებული, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა” აღიარა 

სირიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა - ამის შესახებ РИА Новости წერს, „სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ - აცხადებს ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. აღიარებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების ბრძანება პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ივნისის შუა რიცხვებში გასცა. შეგახსენებთ, ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობა" პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს აღიარა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია