ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელს გადასცემს


სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებელს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას 13 MiG-29 გამანადგურებლს გადასცემს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა. "სლოვაკეთის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 13 MiG-29 გამანადგურებლის გაგზავნა უკრაინაში! დაპირებები უნდა შესრულდეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, მე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ“, - წერს მინისტრი. უკრაინული მედიის ცნობით, თუმცა ჯერ უნცობია როდის ჩავლენ ისინი უკრაინაში, თვითმფრინავები ჯერ სლოვაკეთის ტერიტორიაზეა. ცნობისთვის, ხუთშაბათს პოლონეთმა გამოაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას 4 MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს. მთლიანობაში, პოლონეთი კიევში 10 ასეთი თვითმფრინავის გადაცემას აპირებს. უკრაინამ ასევე სთხოვა შეერთებულ შტატებს მისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემა, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჯერ არ არის მზად ამისათვის. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია