- მარტი 28, 2025
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქველმოქმედო პროექტები ოზურგეთში
- თებერვალი 27, 2022
- , პოლიტიკა
„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ორგანიზაციებმა: საქველმოქმედო ფონდმა ,,აი, ია“ და ქართულ-გერმანულმა მუსიკათერაპიის ცენტრმა ,,ბეკარი,“ ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობით, აბილიტაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში, განასაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს კონსულტაციები გაუწიეს. ორგანიზაციებმა: საქველმოქმედო ფონდმა ,,აი, ია“ და ქართულ-გერმანულმა მუსიკათერაპიის ცენტრმა ,,ბეკარი,“ ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობით, აბილიტაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში, განასაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს კონსულტაციები გაუწიეს. • კონსულტაციები გაეწიათ იმ ოჯახებს და ბავშვებს, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები; • ჩატარდა მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის; • გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან მშობლებისთვის. საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით, სხვადასხვა სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თერაპიები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება. ბენეფიციარებთან თერაპიული პროცესის მიმდინარეობას, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე გაეცნო.