ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სტიქიის მე-17 დღე _ მაშველები 6 დაკარგულს ეძებენ


სტიქიის მე-17 დღე _ მაშველები 6 დაკარგულს ეძებენ

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ ამინდის გაუარესების მიუხედავად, ღონისძიებები არ შეწყვეტილა. ამ დროისთვის სტატისტიკა უცვლელია: სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 27 ადამიანი. მათგან იდენტიფიცირებულია 25. ექვსი ადამიანის ძებნა გრძელდება, დაახლოებით 60-კილომეტრიან რადიუსში. სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა, კინოლოგთა ჯგუფი და მცურავი საშუალებები. ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია