ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სუიციდი და სუიციდის მცდელობები გურიაში (შსს-ს სტატისტიკა)


სუიციდი და სუიციდის მცდელობები  გურიაში (შსს-ს  სტატისტიკა)

2023 წლის განმავლობაში გურიაში სუიციდის 17 და სუიციდის მცდელობის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 6 ადამიანს შორის, რომლებმაც სუიციდი სცადეს, 2 არასრულწლოვანია. სუიციდით სიცოცხლე სხვადასხვა ასაკის 16-მა მამაკაცმა, ხოლო 1-მა ქალმა დაასრულა. ინფორმაციისთვის, სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია