- მარტი 28, 2025
თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა
- ივლისი 23, 2023
- , პოლიტიკა
ხანძარი გაჩნდა ცოტა ხნის წინ თბილისში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ბინაში ფარდას ცეცხლი სავარაუდოდ გაზქურიდან მოეკიდა. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაიწვა ფარდა და გაზქურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ჩამქრალია.