- მარტი 28, 2025
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
- ნოემბერი 25, 2024
- , პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სხდომას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.