ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს


თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია