ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჭანჭათში მეწყერი ჩამოწვა


ჭანჭათში მეწყერი ჩამოწვა

მეწყერი ჩამოწვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათშიც. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ჩამოსულმა მიწის მასამ დააზიანა გაზის მილები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ინფორმაციისთვის, გურიაში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერად წვიმდა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია