ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს – ამინდის განახლებული პროგნოზი


ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს – ამინდის განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსები დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებასაც ვარაუდობენ. „ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება - 3 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე, -5 გრადუსამდე. დასავლეთში, ნალექები მოსალოდნელია ნორმასთან ახლოს და ნორმაზე ნაკლები. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, მოსალოდნელია +2, +5 გრადუსი ქართლშიც და კახეთშიც. ცალკეულ დღეებში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -7, -8 გრადუსამდე, მთაში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა +2 გრადუსი. ცალკეულ დღეებში, ბარში, + 19 გრადუსამდე დათბება. ნალექებს რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად, ნორმაზე ნაკლებია. 17 თებერვლიდან - 19 თებერვლამდე კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ქარს რაც შეეხება, 17-ში, დღის ბოლოდან 19-მდე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება“



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია