- მარტი 28, 2025
ტემპერატურა დაიკლებს _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- ივლისი 16, 2023
- , პოლიტიკა
სინოპტიკოსთა ცნობით, 16-17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს. 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.