- მარტი 28, 2025
ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენს ინფიცირება დაუფიქსირდა
- ივნისი 20, 2021
- , პოლიტიკა
ტოკიოში, ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ჩასულ სპორტსმენებს შორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც Al Jazeera იუწყება, ინფიცირებული უგანდას ოლიმპიური ჯგუფის წევრია. ის იზოლაციაში გადაიყვანეს. „სპორტსმენები, სრულად იყვნენ ვაქცინირებული AstraZeneca-ს ვაქცინით და თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ჰქონდათ PCR-ტესტების უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტები“, - ამბობს ოფიციალური უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც მედია არ ამხელს. ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.