ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

თოვლი და დაბალი ტემპერატურა _ ამინდი საქართველოში


თოვლი და დაბალი ტემპერატურა _ ამინდი საქართველოში

საქართველოში დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ცნობებს აქვეყნებს გარემოს ეროვნილი სააგენტო. სინოპტიკოსები 20 თებერვალს ქუთაისში თოვლიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ოზურგეთში. დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსსა და თოვლს პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ძლიერი ქარია მოსალოდნელი ფოთში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 იქნება. მზიანი ამინდია სოხუმში. ჰაერის ტემპერატურა აქ +7 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელია მესტიაში, სადაც დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ჭიათურაში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -4-მდე დაეცემა. ახალციხეში +2 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება. მოთოვს გორშიც, სადაც დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც. ჰაერის ტემპერატურა აქ დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -18 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი. მოთოვს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +5 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. რუსთავში ძლიერი ქარი და თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი. თბილისში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია