ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ტრამპმა რუსეთის G7-დან გარიცხვას „შეცდომა“ უწოდა


ტრამპმა რუსეთის G7-დან გარიცხვას „შეცდომა“ უწოდა

“აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ რუსეთი კვლავ შეუერთდება დიდ შვიდეულს (G7)”, _ იუწყება AFP. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა რუსეთის G7-დან გარიცხვას „შეცდომა“ უწოდა. G7 არის არაფორმალური საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც აერთიანებს დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას, კანადას, საფრანგეთს, იაპონიას და შეერთებულ შტატებს. რუსეთი ამ გაერთიანების მუშაობაში მონაწილეობდა 1997-2014 წლებში _ იმ დროს "დიდი რვიანი" (G8) ერქვა. რუსეთი ამ გაერთიანებიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გაირიცხა. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს უნდა მიეცეს საშუალება კვლავ შეუერთდეს G7-ს. მან, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც ომის მშვიდობიანად დამთავრების შესახებ გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია