ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

წელს ღირსების მარში არ ტარდება, მთავრობამ უნდა დაიცვას უსაფრთხოება – „პრაიდი“


წელს ღირსების მარში არ ტარდება, მთავრობამ უნდა დაიცვას უსაფრთხოება – „პრაიდი“

„თბილისი პრაიდის“ საორგანიზაციო ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წელს „ღირსების მარში“ არ ტარდება და მხოლოდ სამი ღონისძიება იგეგმება დახურულ სივრცეში, ორგანიზატორებს აქვთ კომუნიკაცია შსს-სთან და მათგან დაცვის გარანტიებიც მიიღეს, თუმცა შეშფოთებას გამოხატავენ „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი მოწოდებების გამო, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძეს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. „თბილისი პრაიდი“ მოითხოვს: „მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში. დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია