- მარტი 28, 2025
წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და თოვლი _ დღეიდან ამინდი გაუარესდება
- აპრილი 05, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ამინდი გაუარესდება. სააგენტოს ცნობით, 5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ სააგენტოში.