- მარტი 28, 2025
წვრთნები აჩვენებს დაპირისპირებას რეჟიმთან, რომელსაც ირანსა და სომხეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტა სურს
- ოქტომბერი 18, 2022
- , პოლიტიკა
ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ძალებთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა, ჰოსეინ დალირიანმა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბარია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის აზერბაიჯანთან დაპირისპირების მზაობაზე. "წვრთნები აჩვენებს IRGC-ს ძალიან სერიოზულ მზაობას სამხედრო დაპირისპირებაზე ნებისმიერ რეჟიმთან, რომელსაც ირანსა და სომხეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტა სურს". – დაწერა ირანელმა ჟურნალისტმა. 17 ოქტომბერს, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და არდაბილის პროვინციებში, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ძალებმა სამდღიანი სამხედრო წვრთნები, სახელად ძლიერი ირანი დაიწყო. [simple-author-box]