- მარტი 28, 2025
უკრაინამ რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდო
- თებერვალი 08, 2024
- , პოლიტიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების, ერთ-ერთმა მექანიზებული ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს. ტარნავსკის ცნობით, უკრაინამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი 7 თებერვალს ჩამოაგდო. ,,მტერმა „ალიგატორი“ ეკიპაჟით MANPADS, ავდივის მიმართულებით ნიადაგი გაანოყიერა,“ - წერს ტარნავსკი მისივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ნოვოპავლოვსკის, ავდიივისა და ორიხოვის მიმართულებებზე. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელებმა ომის დაწყებიდან დღემდე 325 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. [simple-author-box]