ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმისკენ მიმავალი 12 კმ-იანი რუსული კოლონა გაანადგურა


უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმისკენ მიმავალი 12 კმ-იანი რუსული კოლონა გაანადგურა

იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვმა FACEBOOK-მიმართვისას განაცხადა მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ოლხოვკაში, ხარკოვის რაიონში, მთლიანად გაწმინდეს ტერიტორია. "გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 66-მდე საარტილერიო და ნაღმტყორცნებით დარტმები მოგვაყენა. დაბომბვის შედეგად, სამწუხაროდ, 9 ადამიანი დაიღუპა. ამ დღეებში ისევ დაბომბეს დერგაჩი - დაიღუპა 2 ადამიანი. როგორც ვხედავთ, რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას აგრძელებს, რადგან ფრონტზე ვერ იმარჯვებს. ასევე, ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - განადგურდა მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის დიდი კოლონა, რომელიც მიემართებოდა იზიუმისკენ. ასევე ოლხოვკაში, ხარკოვის რაიონში, ჩვენმა ძალებმა მთლიანად გაწმინდეს ტერიტორია. 92-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ორმო რუსი ჯარისკაცების ცხედრებით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევიან ეს არაადამიანები თავისიანებსაც კი", - ამბობს სინეგუბოვი. მისივე თქმით, გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და უკვე 20 000-მდე მოქალაქის გამოყვანა შეძლეს. ცნობისთვის, CNN- მა 8 აპრილით დათარიღებული ფოტოები გაავრცელა სადაც ჩანს, რომ 12-კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც ხარკოვის მიმართულებით მიემართებოდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია