ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

უკრაინულმა ძალებმა პოპასნაში რუსული “ვაგნერის” ჯგუფის ბაზა გაანადგურეს


უკრაინულმა ძალებმა პოპასნაში რუსული “ვაგნერის” ჯგუფის ბაზა გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში, პოპასნაში, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დაქირავებულთა ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი ჰაიდაიმ ფეისბუქზე პოსტი გამოაქბეყნა. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ წარმატებით დაარტყეს მოწინააღმდეგის შტაბს. ამჯერად პოპასნაში, სადაც განადგურდა PMC Wagner-ის ბაზა. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება. პარალელურად, ფრონტის ხაზზე რუსები აქტიურობენ. საჰაერო თავდასხმები დაფიქსირდა სამ დასახლებულ რაიონში“, - განაცხადა სერგი ჰაიდაიმ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია