ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება


ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები ვადამდელ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. „რადგან მხოლოდ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს შეუძლია განმუხტოს ის კრიზისი, რომელშიც ახლა ვართ“, – აცხადებს „სირცხვილიას“ აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა, რომ ხვალ, 15 ნოემბერს საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება და 15:00 საათიდან 17:00 საათამდე თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზები გადაიკეტება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია