ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა


ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 30 წლის შემტევმა K ლიგაში ივნისში 4 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა შეძლო. შესაბამისად, მისთვის MVP-ს ტიტულის მინიჭება მოსალოდნელიც იყო. ყაზაიშვილს კარგი სეზონი აქვს და 22 თამაშში გატანილი 11 გოლით სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. წყარო: worldsport.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია