ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა


ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა

გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე, პოლიციამ გამოძიება "კურიერის" ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაცია კურიერს თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია