ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ველოდები, რომ ევროპული საბჭო გაითვალისწინებს რეკომენდაციას _ მარშს პრეზიდენტი შეუერთდა


ველოდები, რომ ევროპული საბჭო გაითვალისწინებს რეკომენდაციას _ მარშს პრეზიდენტი შეუერთდა

ევროინტეგრაციის მხარდამჭერს სახალხო მარშს საქართველოს პრეზიდენტი ევროპის მოედანზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს: "კომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციას და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შეუერთდეს დედაქალაქში მიმდინარე მარშს - "შემოგვიერთდნენ, ეს არის ხალხის დღე". შეგახსენებთ, მარშის მონაწილეები ევროპის მოედანზე ევროკავშირის გიგანტურ დროშას გაშლიან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია