- მარტი 28, 2025
ვენეციის კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერა შედგა
- სექტემბერი 06, 2024
- , პოლიტიკა
ვე-ნე-ცი-ის კი-ნო-ფეს-ტი-ვალ-ზე ქარ-თვე-ლი რე-ჟი-სო-რის, დეა კუ-ლუმ-ბე-გაშ-ვი-ლის ახა-ლი ფილ-მის, "აპ-რი-ლის" პრე-მი-ე-რა გა-ი-მარ-თა. პრე-მი-ე-რა-ზე იმ-ყო-ფე-ბოდ-ნენ მსა-ხი-ო-ბე-ბი: კახა კინ-წუ-რაშ-ვი-ლი, ია სუ-ხი-ტაშ-ვი-ლი და მე-რაბ ნი-ნი-ძე. ისი-ნი კი-ნო-სუ-რათ-ში მთა-ვარ რო-ლებს ას-რუ-ლე-ბენ. ინფორმაციისთვის, ფილმი სახელწოდებით „აპრილი“ კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია. ცნობისთვის, დეა კულუმბეგაშვილი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილე რიგით მეოთხე ქართველი რეჟისორია. აქამდე ეს პატივი მხოლოდ მიხეილ ჭიაურელს, ლანა ღოღობერიძესა და ოთარ იოსელიანს ერგოთ. დეა კულუმბეგაშვილთან ერთად ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემიისთვის, ოქროს ლომისთვის მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორები იბრძოლებენ.