ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვიდეოჯარიმები გურიაში


ვიდეოჯარიმები გურიაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის თანახმად, 15 ივლისის მდგომარეობით, წელს გურიაში 36 695 ვიდეოჯარიმა დაიწერა. სულ გადასახდელი ვიდეოჯარიმების თანხამ 1 978 740 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით ისარგებლა 14320-მა ადამიანმა, რის შედეგადაც 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ შეადგინა 600, 787.5 ლარი. იმისთვის, რომ გაიგოთ არის თუ არა თქვენს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ამისთვის police.ge-ს ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსება მოგიწევთ: პირადი ნომერი, გვარი, ავტომობილის ნომერი. ვიდეოჯარიმებს ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოწერენ, რომლებიც მძღოლების მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევას აფიქსირებენ. ის მოქალაქეები, რომლებიც საჯარიმო თანხას ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან, 20%-იანი შეღავათით სარგებლობენ. დარღვევის შესახებ ინფორმაციას კი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით იღებენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია