ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ვინ არიან ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები _ სპეცოპერაციის ახალი დეტალები


ვინ არიან ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები _ სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია. მასშტაბური სპეცოპერაცია მადრიდში ჩატარდა. ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფება აიყვანეს. "კანონიერი ქურდების" დაკავება - ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას ადგილობრივი მედია. სტატიებში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა, ისინი ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ. როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის 5 ქალია. ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ. "რუსთავი 2" ესაუბრა მათ ახლობლებს. ნაწილს არ სურს მედიასთან გამოჩენა, ნაწილი კი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის. წყარო: რუსთავი2



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია