- მარტი 28, 2025
ვინ არის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი
- თებერვალი 09, 2022
- , პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ოთარ შამუგია 1976 წლის 30 მაისს დაიბადა. 09.1992 - 06.1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, შპს " საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 11.2019 - 12.2020 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დირექტორის პირველ მოადგილედ; 2020 წლის ბოლოდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე. ოთარ შამუგიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. [sexy_author_bio]