ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხანძარი თბილისში- ცეცხლი 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა


ხანძარი თბილისში- ცეცხლი 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

ცოტა ხნის წინ, ხანძარი იყო თბილისში. ცეცხლი ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტალში მდებარე 9 სართულიანი შენობის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 2 ოთახი დაიწვა. "ცეცხლი გაჩნდა 9 სართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, დაიწვა 2 ოთახი, დაახლოებით 20-25 კვადრატული მეტრი. დაშავებული არავინ არ არის",_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია