- მარტი 28, 2025
ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ პუტინი იქ იქნება
- ნოემბერი 03, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, რომელიც ნოემბერში გაიმართება ინდონეზიაში, თუ იქ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. „ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას...დღეს ისევ დაგვპატიჟეს. ვნახოთ, რამდენიმე დღე დარჩა",- თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა მოახლოებული სამიტისთვის ემზადება.