ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზოდიაქოს რომელი ნიშნები არ დააჩაგვრინებენ მამაკაცს თავს


ზოდიაქოს რომელი ნიშნები არ დააჩაგვრინებენ მამაკაცს თავს

მერწყული თავისი გულღიობით და სიმსუბუქით იზიდავს მამაკაცებს. ისინი კარგი მოსაუბრე და შეუდარებელი საყვარლები არიან. ადვილად აკარგვინებენ პარტნიორს თავს. ამაყი, ქედმაღალი და საკუთარ თავში დარწმუნებულები არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. საკუთარ ინტერესებზე წინ არაფერს დააყენებენ. ქალი თევზი არასოდეს მოუბოდიშებს მამაკაცს, არ დაიწყებს მის დევნას და ყურადღების მოპოვებას. მას ბევრი საქმე აქვს: სალონის მონახულება, მეგობრებთან შეხვედრა, სხვადასხვა შეკრება. გინდათ თავი შეაყვაროთ მომხიბვლელ ქალ-თევზს? მოგიწევთ სერიოზულად გაისარჯოთ. არ გქონდეთ სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის იმედი. თუ შენ ქალაქში საუკეთესო მამაკაცი არ ხარ, ნურაფრის იმედი ნუ გექნება. კურო შთამბეჭდავი და გულუბრყვილოა. მას უყვარს ოცნება ლამაზ, უზრუნველ ცხოვრებაზე. გონებაში აშენებს ოცნების კოშკებს და ამიტომ ხშირად იმედგაცრუებული რჩება. ხშირად ტირის, ცდილობს გატეხილი გულის ნამსხვრევების შეგროვებას და სიყვარულის თავიდან დაწყებას. კურო არ აჩვენებს მამაკაცს თავის სიმპატიებს და საგულდაგულოდ მალავს ამას. მორიელი – გამორჩეული მაცდური და მანიპულატორია. მასთან კავშირი სახიფათოა, მაგრამ თუ გარისკავთ, ვნება წლების შემდეგაც არ გაგინელდებათ. მამაკაცები მარტივად იხიბლებიან მორიელით. ვისაც გაუმართლებს და რაღაც პერიოდი იცხოვრებს მასთან, მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ეს არის ყველაზე კაშკაშა და დაუვიწყარი ნიშანი ჰოროსკოპში. მისი მომხიბვლელობის საიდუმლო იმალება ქალურ სიბრძნეში, მუქ თვალებსა და მხურვალე ტემპერამენტში. ემოციური ძვრების სპეციალისტია. სკანდალის შემდეგ აქეთ ელოდება მამაკაცისგან მობოდიშებას და მან ჯობია გააკეთოს ეს, რადგან ქალწულების სიამაყეს საზღვარი არ აქვს. ხანდახან ზედმეტი მოსდით და ყველაზე მყარი კავშირის დანგრევასაც ახერხებენ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია