ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ზოტში საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა გაიმართა


ზოტში საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა გაიმართა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გურიის ჰაბის - ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლის“ ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო გურიაში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების შვიდმა ორგანიზაციამ, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა, სერვისები და პროდუქტები გააცნო ზოტისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. გამოფენის მიზანი იყო მოქალაქეებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ღონისძიების საშუალებით, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ საზოგადოებრივი სარგებლის შესახებ, რომელსაც რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ქმნიან. ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ შეუძლიათ ჩაერთონ თავად ამ სიკეთის შექმნაში. გამოფენა გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად ასევე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა გასულ საუკუნეში მოღვაწე გურულების შესახებ. ახალგაზრდებისთვის კი ორგანიზებული იყო გასართობი აქტივობები. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია