პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ კვალიფიკაციის ამაღლების კონკურსი გამოაცხადა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, რომელში მონაწილეობის უფლება აქვს: პირს, რომელიც ასწავლის სამინისტროს პარტნიორ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტაჟირებას გაივლის ან მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესში, ფორუმში, სიმპოზიუმში, სემინარში ან ტრენინგში