ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა” _ ცნობილი გახდა 13 წლის ბიჭის ვინაობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა


“დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა” _ ცნობილი გახდა 13 წლის ბიჭის ვინაობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა

ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა. ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ სურმანიძე წერს და ფოტოს აქვეყნებს. „ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო... ჩემი დათუნა, ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა... ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა. სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა. დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის - აი ასე გვტკივა ახლა... დათუნა, მადლობა შენი არსებობის..." - წერს დაღუპული ბავშვის მასწავლებელი.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
ყველა უფლება დაცულია