- მაისი 04, 2026
“რამდენიმე ოჯახი გზას მოწყდა”- სტიქიის შედეგები ჩოხატაურში
- ოქტომბერი 21, 2022
- , საზოგადოება
ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურში პრობლემები შექმნა. "დაბაში ლომთათიძის ქუჩაზე მაღაზიაში შევიდა წყალი. სოფლებში სანიაღვრე არხებია დაზიანებული ძირითადად, ზოტში და შუა სურებში რამდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გზას",_ განუცხადეს "გურია ნიუსს" მერიაში. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია სწავლობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გზის აღდგენითი სამუშაოები. [simple-author-box]