- მაისი 04, 2026
აქვს თუ არა პოლიციელს ქუჩაში მოქალაქისთვის ფოტოს გადაღების უფლება
- მარტი 25, 2024
- , საზოგადოება
კანონის უზენაესობის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრების დროს მათი მხრიდან ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სახელდება პოლიციელთა მიერ მათთვის ფოტოების ქუჩაში გადაღება. "პოლიციელს აქვს მოქალაქეთა ქუჩაში შეჩერებისა და მათთვის ფოტოს გადაღების უფლება, თუმცა არა უმიზეზოდ - უნდა არსებობდეს როგორც შეჩერების, ასევე ფოტოს გადაღების კანონით გათვალისწინებული მიზეზ(ებ)ი. როდის არის კანონიერი პოლიციის თანამშრომლის მიერ თქვენთვის ფოტოს გადაღება ქუჩაში: უპირველეს ყოვლისა, გაარკვიეთ აქვს თუ არა პოლიციის თანამშრომელს თქვენი შეჩერების კანონიერი საფუძველი; თუ არსებობს შეჩერების საფუძველი, შემდეგი ეტაპია ფოტოს გადაღების საჭიროების დადგენა. პოლიციელის მიერ ფოტოსურათის გადაღების მიზანი უნდა იყოს თქვენი იდენტიფიცირება და სხვა გზით ეს უნდა იყოს შეუძლებელი (მაგ:. თან არ გაქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან/და სხვა საბუთი, რომელიც ადასტურებს თქვენს ვინაობას) ან ეს დაკავშირებული უნდა იყოს განსაკუთრებულ სირთულესთან; ფოტოსურათის გადაღების შესახებ პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეადგინოს ოქმი და მოგაწერინოთ ხელი. ფოტოსურათის უკანონოდ გადაღების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს",_ ნათქმია ინფორმაციაში.