- მაისი 04, 2026
ერდოღანი: რუსეთიდან გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპას რთული ზამთარი ელის
- ოქტომბერი 10, 2022
- , საზოგადოება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპას რთული ზამთარი ელის. ამის შესახებ BBC წერს. _ ახლა მთელი ევროპა სვამს კითხვას: „როგორ ჩაივლის ეს ზამთარი?" ზამთრისთვის მზადება დავასრულეთ, მზად ვართ ამისთვის. ენერგორესურსების პრობლემა არ შეგვექმნება. მზად ვართ ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ ბუნებრივი აირი და ქვანახშირი. ახლა ვმუშაობთ ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებაზე", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ ანკარა წამყვან როლს თამაშობს უკრაინის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში შუამავლობით. [simple-author-box]