- მაისი 04, 2026
ფოთში ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა
- იანვარი 16, 2023
- , საზოგადოება
ფოთში, მალთაყვის უბანში, ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოდ არის. შესაბამისად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამდროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. დაწყებულია გამოძიება.