- მაისი 04, 2026
მკვლელობა რესტორანთან- მამაკაცს ავტომობილში ესროლეს
- იანვარი 31, 2025
- , საზოგადოება
ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რესტორან "კახელებთან" მამაკაცს ავტომობილში ესროლეს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.