ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რამდენ ხანს რჩება დედის რძეში ანტისხეულები კოვიდინფექციის შემდეგ


რამდენ ხანს რჩება დედის რძეში ანტისხეულები კოვიდინფექციის შემდეგ

დედის რძეში ანტისხეულები კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ 10 თვის განმავლობაში რჩება- ამის შესახებ The guardian-ის ინფორმაციით, ახალ კვლევაშია ნათქვამი. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ დედის რძისაგან ამოღებული IgA ანტისხეულები ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს მძიმე Covid-19– ით დაავადებული მოზარდებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხანდაზმულებთან შედარებით ნაკლებად არიან კოვიდ 19-ის მძიმედ განვითარების რისკის ქვეშ. როგორც ცნობილია, ერთიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვებიდან ინფიცირების შემთხვევაში ერთს სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ”ეს შეიძლება იყოს წარმოუდგენელი თერაპია. წარმოიდგინეთ, თუ ის გამოიყენება ნებულაიზერის ტიპის მკურნალობაში, შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს. ისეთი შემთხვევის დროს, სადაც ადამიანი საკმაოდ ავად გახდა, მაგრამ ჯერ არ არის ინტენსიურ თერაპიაზე“,_ ამბობს პაუელი, რომელმაც წარადგინა კვლევა ძუძუთი კვების გლობალურ სიმპოზიუმზე.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
ყველა უფლება დაცულია