ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში


როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში

ჩოხატაურის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება “მომავალის” დირექტორმა, ნინო ბარამიძემ განუცხადა. „ბაღები 4 ოქტომბერს უნდა დაიწყოს და ჩვენც მზად ვართ ყველანაირი რეგულაციების დაცვით სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად. ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჩატარდა დეზინფექცია. საერთო გადაწყვეტილება როგორი იქნება საქართველოში არ ვიცი, მაგრამ 4-ში სასწავლო პროცესი ყველგან იწყება და ჩვენც მზად ვართ“,_ გვითხრა ბარამიძემ. ბარამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოხატაურში 540 აღსაზრდელია რეგისტრირებული. განაცხადების მიღება კი ამ წუთებშიც გრძელდება. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
ყველა უფლება დაცულია