ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

სამტრედიაში სასკოლო ზარი დღეს 6 681 მოსწავლისთვის დაირეკა


სამტრედიაში სასკოლო ზარი დღეს  6 681 მოსწავლისთვის დაირეკა

დღეს სამტრედიის მუნიციპიტეტის 36 სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აქედან 34 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. წმინდა ნაზარე ლეჟავას სახელობის მართმადიდებლურმა სკოლამ სწავლა ეკლესიური კალენდრით გუშინ, 14 სექტემბერს დაიწყო. როგორც სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა, 2022-2023 სასწავლო წელს სამტრედია მომზადებულად შეხვდა: "დღეის მდგომარეობით, წელს სამტრედიაში 553 პირველკლასელი გვყავს. ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან დღემდე მიმდინარეობს პირველკლასელთა მობილობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ტრადიციულად მათ გადაეცათ სახელმწიფო პროგრამით "ჩემი პირველი კომპიუტერი" და გოგებაშვილის რედაქციით დედაენა. დღეს სამტრედიას ჰყავს 6681 მოსწავლე. სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო მოსწავლეთათვის უსაფრთხო და სასურველ გარემოში". [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
ყველა უფლება დაცულია