ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი, სამი ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი _ ოზურგეთელთა წარმატებები


ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი,  სამი ბრინჯაო  და გუნდური პირველი ადგილი _ ოზურგეთელთა წარმატებები

27 - 28 ნოემბერს ქ. ბათუმში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში, უმცროს ჭაბუკებს შორის დამსახურებული მწვრთნელის ლევან შავაძის სახელობის პირველი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღეველ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები. ოზურგეთელმა ჭაბუკებმა ტურნირიდან ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო წამოიღეს. რომ ხუთი ოქროდან , ოთხი კახაბერ აბაშიძის მოსწავლეებმა, ერთი კი ლაშა გუჯაბიძის შეგირდმა აიღო! პირველი ადგილები აიღეს: ნიკოლოზ კუტიბიძემ (35 კგ), ლუკა კილაძემ (41 კგ); რეზი გუჯაბიძემ (44 კგ ); ლუკა ფიფიმ (52 კგ) და გიორგი როყვამ (57 კგ). მეორე ადგილზე გავიდნენ : დათო ზეიკლიშვილი ( 52 კგ), გიორგი ტაკიძე (62 კგ). მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: გიორგი ბერიძე (48 კგ), ლუკა შარაძე (68 კგ), ლუკა ძირკვაძე (85 კგ). ნაკრები გუნდი შეჯიბრისთვის მწვრთვნელებმა: კახაბერ აბაშიძემ, კობა ბალავინოვმა, ძმებმა ზურაბიანებმა, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ და ალიკა აბაშიძეებმა,ლაშა ქადეიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.



მსგავსი სიახლეები

საიტის შექმნა
  • მაისი 04, 2026
საიტის შექმნა
Saitebis damzadeba
  • მაისი 04, 2026
Saitebis damzadeba
ყველა უფლება დაცულია