ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დღეს და ხვალ იმსჯელებს


ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დღეს და ხვალ იმსჯელებს

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია