ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გახარია: აშშ-ს პასუხი ადასტურებს, რასაც დიდი ხანია ვამბობთ


გახარია: აშშ-ს პასუხი ადასტურებს, რასაც დიდი ხანია ვამბობთ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება. "აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართულმა ოცნებამ" მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით",_ აცხადებს გიორგი გახარია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია